No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

კვერნაქის მთაზე დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად 169 ნუშის ნერგი დაირგო

7 აპრილი, 2019
in სიახლეები
კვერნაქის მთაზე დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად 169 ნუშის ნერგი დაირგო
ქალაქ გორში კვერნაქის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამების ეკლესიასთან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. 11-17 წლის ბავშვებმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან და თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, მებრძოლების სახელზე სიმბოლურად 169 ნუშის ნერგი დარგეს.
ნუშის ნერგების დარგვის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა და გმირების შვილებმა გორის სამების ეკლესიაში გადაინაცვლეს. მოზარდებმა პატივი მიაგეს მამებისა და მათი თანამებრძოლების ხსოვნას და მათ სახელზე სანთლები დაანთეს. თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, ტერიტორიაზე მემორიალი განთავსდა, სამომავლოდ კი, რეგიონულ მმართველობასთან თანამშრომლობით, მცირე მასშტაბის სკვერის მოწყობაც იგეგმება.
გამწვანების აქციაში პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმაც მიიღეს მონაწილეობა. გამწვანების აქცია თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. ფერმერმა, სოფელ ზემო ნიქოზიდან, გიორგი მჭედლიძემ გამწვანების აქციისთვის 169 ცალი ნუშის ნერგი გმირების ოჯახის წევრებს უსასყიდლოდ გადასცა.
წინა სიახლე

გიორგი ხოჯევანიშვილმა იმედის ეთერში შიდა ქართლის ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციაზე ისაუბრა

შემდეგი სიახლე

გორში 9 აპრილი გაიხსენეს

მსგავსი სიახლეები

ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მწერალთა სახლში წიგნის „გორი ქართულ პოეზიაში” პრეზენტაცია მოეწყო

გორში საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნით ღონისძიება გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს – ოკამს, ლავრისხევსა და ზემო ხანდაკს მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება

შიდა ქართლში მცხოვრებ მაღალი აკადემური მოსწრების მქონე უფროსკლასელებს პლანშეტები გადაეცათ

სიმონ გულედანმა სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია