No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

ლევანს ხარაბაძემ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ჩეხეთის ელჩს უმასპინძლა

27 მარტი, 2024
in სიახლეები
ლევანს ხარაბაძემ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ჩეხეთის ელჩს უმასპინძლა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ ჩეხეთის ელჩს საქართველოში პეტრ კუბერნატს უმასპინძლა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილეები, სიმონ გულედანი და თემურ ხუბულური, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღანელი საელჩოში იანა ზელინგეროვა და სამხარეო ადმინისტრაციისა და ჩეხეთს საელჩოს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და საერთო პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მხარის რწმუნებულმა ჩეხეთის ელჩს შიდა ქართლის რეგიონში საინვესტიციო, ტურისტული და სოფლის მეურნეობის პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ლევან ხარაბაძის თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საერთო ინტერესებზე მორგებული და მნიშვნელოვანი პროექტების განორციელებას.

,,მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა გიმასპინძლოთ შიდა ქართლის რეგიონში. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის პატივია ჩეხეთის დელეგაციის სტუმრობა ჩვენს მხარეში. დარწმუნებული ვარ, ორმხრივი სურვილია, კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი თანამშრომლობა. ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორობა ბევრი სასიკეთო სიახლის მომტანი იქნება ადგილობრივებისთვისა და ასევე, ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოების მხრივ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ჩეხეთის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე. გასული წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, წევრობამდე კი წინ არაერთი გამოწვევაა და ჩვენ მზად ვართ გავიზიაროთ თქვენი საუკეთესო გამოცდილება.“ – აღნიშნა რწმუნებულმა.

ელჩმა კუბერნატმა მადლობა გადაუხადა შიდა ქართლის რწმუნებულს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ მზადაა თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა დაცული ტერიტორიების საკითხებიც განიხილეს. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის განვითარების სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან. გასულ წელს შიდა ქართლში, 32 850 ჰექტარ ფართობზე, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორია შეიქმნა, რომლის განვითარებაშიც ჩეხეთის მხარე აქტიურად იქნება ჩართული.

წინა სიახლე

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მორიგი სამუშაო შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტში გამართა

შემდეგი სიახლე

გორში სპორტის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

მსგავსი სიახლეები

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

ატენის ხეობის განვითარების გეგმის შესახებ მორიგი განხილვა მოეწყო

თევზმომშენებელ ფერემებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოფელ ჩანგილარში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

შიდა ქართლის სახელმწიფო ადმინისტრაციაში 2024 წელი შეაჯამეს

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია