No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

ლევან დავითაშვილი კასპში ფერმერებს შეხვდა

28 ივლისი, 2017
in სიახლეები
ლევან დავითაშვილი კასპში ფერმერებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორ კახა სამხარაძესთან, კასპის გამგებელ გოჩა გოჩიტაშვილთან და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად კასპში ფერმერებს შეხვდა. შეხვედრა კასპის გამგეობის შენობაში გაიმართა.
მინისტრმა სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და რაიონში არსებულ მთავარ გამოწვევებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რაიონში მთავარ გამოწვევად აგროდაზღვევის სისტემა, მოსავლის სარეალიზაციო ბაზრები, მცენარეთა მოვლის საშუალებების ხარისხი და სარწყავი წყლის მიწოდება რჩება. მინისტრის განცხადებით, 2012 წლამდე საქართველოს მასშტაბით 40 ათასი ჰა სარწყავიანდებოდა, ამ ეტაპისთვის კი ეს ციფრი 3-ჯერ გაიზარდა და 110 ათას ჰექტრამდეა შესაძლებელი სარწყავი წყლით სარგებლობა. დაგეგმილია პროექტები და მელიორაციისა და ირიგაციის ახალი სტრატეგიის თანახმად, 2020 წლამდე უკვე 200 ათასი ჰა იქნება წყალუზრუნველყოფილი. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, არ არსებობდა საკანონმდებლო ბაზა მცენარეთა მოვლის საშუალებების რეალიზაციის მოწესრიგების კუთხით, ახლო მომავალში კი უკვე შესაძლებელი იქნება ბაზარზე ხარისხიანი საშუალებების მიწოდების უზრუნველყოფა, რომელიც ხარისხიანი მოსავლის გარანტიაა. ასევე მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აგროდაზღვევის სისტემის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საპილოტე პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ 2013 წელს დაიწყო, სხვადასხვა რისკების მართვა დაემატება და ინტენსიური საფუძველი შეიქმნება, რომ მეტად ხელმისაწვდომი იყოს ფერმერებისთვის. სოფლის მეურნეობის მინისტრმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფლის მცხოვრებლებს „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში შეტანილი ცვლილებები გააცნო, რომლის თანახმადაც 24 მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებებს კიდევ 5 მუნიციპალიტეტი – კასპი, მცხეთა, საგარეჯო, წყალტუბო, ხაშური დაემატა. მინისტრის განცხადებით, მთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში, პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან მთელ რიგ დახმარებებს, მათ შორის ტექნიკისა და სათიბ-საძოვრების გადაცემას მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობისათვის. ეს არის 2 წლიანი პროგრამა, რისთვისაც სახელმწიფო გამოყოფს 6 მილიონ ლარს.
წინა სიახლე

რწმუნებულმა კასპში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

შემდეგი სიახლე

კოდისწყაროსა და ლამისყანის გზების რეაბილიტაცია დასრულდა

მსგავსი სიახლეები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორში ღონისძიებები გაიმართა

პარლამენტის სპორტის კომიტეტმა შიდა ქართლში გასვლითი სხდომა გამართა

ქარელის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სპორტდარბაზისა და სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს

შიდა ქართლში ტურისტული სეზონი გაიხსნა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

შიდა ქართლი ოჯახის სიწმნიდის დღის ღონისძიებას შეუერთდა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია