No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

მეთევზე ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

29 მარტი, 2023
in სიახლეები
პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში შიდა ქართლში შეხვედრა გაიმართა
თევზმომშენებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან და თევზმომშენებელ ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრნენ.
სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს აკვაკულტურის სექტორში არსებული სიახლეები და თევზის წარმოების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.
,, სოფლის მეურნეობა ჩვენი რეგიონის პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც თავის მხრივ სხვადასხვა დარგს მოიცავს და მათ შორის არის მეთევზეობა. ამ კუთხით კი გორი და ზოგადად, შიდა ქართლი ერთ-ერთი მოწინავეა ქვეყნის მასშტაბით. ჩვენს რეგიონში არაერთი საკალმახე და სატბორე მეურნეობა გვაქვს, რომლებიც წარმატებით ახორციელებენ თავის საქმიანობას.
მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა შეგხვდეთ, ვისაუბროთ დარგის განვითარების შესახებ, ასევე მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები, გაგვიზიაროთ საჭიროებები და ჩვენც ჩვენის მხრივ, მოგაწოდოთ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაცია. სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ფერმერების განვითარებასა და ხელშეწყობაზე და ეს პროცესი რა თქმა უნდა შეუქცევადია. აქვე აღვნიშნავ, რომ ყოველი წარმატებული მეურნეობა ნიშნავს მეტ დასაქმებულ ადამიანს და ადგილობრივი ეკონომიკის ხელშეწყობას. სამხარეო ადმინისტრაცია კი თავის კომპეტენციის ფარგლებში მუდამ მზადაა თანამშრომლობისთვის.“ – მიმართა შეკრებილებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა.
გორში გამართულ შეხვედრას შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წინა სიახლე

კასპის მუნიციპალიტეტსა და USAID-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შემდეგი სიახლე

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამელიორაციო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსგავსი სიახლეები

სოფელ მეჯვრისხევში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

„საძოვრების მართვის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კასპში საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს

შიდა ქართლის რწმუნებული პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო

100%-იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები 500 ლარიანი ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია