No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

მიწის რეგისტრაციის რეფორმის პირველი თვის შედეგებით, 12 164 მოქალაქეს მიწა საკუთრებაში დაურეგისტრირდა

7 სექტემბერი, 2016
in სიახლეები
მიწის რეგისტრაციის რეფორმის პირველი თვის შედეგებით, 12 164 მოქალაქეს მიწა საკუთრებაში დაურეგისტრირდა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობის პირველი თვის შედეგები შეაჯამა. უპრეცედენტო პროექტი, რომელმაც მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციის პროცესში არსებული ბარიერები მოხსნა, ხოლო პროცედურები მაქსიმალურად გაამარტივა, 1 აგვისტოდან დაიწყო.

1 აგვისტოდან დღემდე საჯარო რეესტრში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 45 575 განცხადება შემოვიდა (შარშან ამავე პერიოდში იდენტური მოთხოვნით მხოლოდ 7 526 მოქალაქემ მოგვმართა).

აქედან 12 164 შემთხვევაში საჯარო რეესტრმა თავად მოიძია საჭირო საბუთები და ყოველგვარი ბარიერის გარეშე მოქალაქეს მიწა წარმატებით დაურეგისტრირა. 25 743 შემთხვევაში საჯარო რეესტრმა, რეფორმის შედეგად შეძენილი ახალი უფლებამოსილებების წყალობით, მოქალაქის ნაცვლად თავად დაიწყო სხვადასხვა უწყებაში შესაბამისი საბუთების მოძიება და ამ განცხადებათა დიდი ოდენობა ასევე წარმატებით დასრულდება,4 648 განცხადება კი ამჟამად შესწავლის პროცესშია.

მიწების რეგისტრაციის მიმდინარეობაზე ისაუბრა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ. მისი თქმით რეგისტრაციის პროცესი რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს.

“მიწის რეგისტრაციის რეფორმამ ჩვენი რეგიონის მოსახლეობას წლების მანძილზე არსებული პრობლემა გადაუჭრა. ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროცესი შიდა ქართლშიც აქტიურად მიმდინარეობს და მათ ვისაც სურს მიწის საკუთრებაში დარეგისტრირება, ზედმეტი ბარიერების გარეშე, შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს“ – განაცხადა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ოქრომელიძემ.

მნიშვნელოვანია, რომ რეგისტრაციისთვის განცხადების წრადგენის კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, გარდაბანში, მცხეთაში, თბილისში, მარნეულში, ოზურგეთში, დუშეთში, ზუგდიდში, თელავში, გორსა და ლანჩხუთში დაფიქსირდა.

 

წინა სიახლე

საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში გუბერნატორის ადმინისტრაციაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს

შემდეგი სიახლე

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ფერმერებს შეხვდა

მსგავსი სიახლეები

ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მწერალთა სახლში წიგნის „გორი ქართულ პოეზიაში” პრეზენტაცია მოეწყო

გორში საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნით ღონისძიება გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს – ოკამს, ლავრისხევსა და ზემო ხანდაკს მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება

შიდა ქართლში მცხოვრებ მაღალი აკადემური მოსწრების მქონე უფროსკლასელებს პლანშეტები გადაეცათ

სიმონ გულედანმა სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია