No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

მიხეილ შაყულაშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეს მოსახლეობას შეხვდა

22 აგვისტო, 2023
in სიახლეები
მიხეილ შაყულაშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეს მოსახლეობას შეხვდა

 

 

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა პირველი შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეს მოსახლეობასთან გამართა. შეკრებილებმა როგორც აქამდე განხორციელებულ პროექტებზე, ისე არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს. რწმუნებულმა ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები და ერთობლივად გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს. ასევე, მიხეილ შაყულაშვილმა ადგილობრივებს საკუთარი ხედვები და გეგმები გააცნო.

,,ადგილობრივების საჭიროებების მოგვარება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ჩემი რწმუნებულის პოზიციაზე საქმიანობა მოსახლეობასთან შეხვედრებით დავიწყე. ადგილობრივებთან პირდაპირი კომუნიკაცია და პროცესებში მათი თანამონაწილეობა, არსებული პრობლემების დროული გადაჭრის საშუალებაა. დღეს სოფელ ქერეს მოსახლეობას შევხვდით. ქერე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელია და აქაურ მოსახლეობას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ. ადგილობრივებისგან პირადად მოვისმინე, თუ რა პროექტები განხორციელდა დღემდე სოფლისთვის და კიდევ რა საკითხებია მოსაგვარებელი. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები განვახორციელეთ, გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს, რასაც ერთობლივი მუშაობის შედეგად ეტაპობრივად მოვაგვარებთ. ასევე, მოვინახულეთ ქერეს ახლაშენებული საჯარო სკოლა. შენობა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და მალე ადგილობრივი მოსწავლეები და პედაგოგები კომფორტულ სკოლაში გააგრძელებენ სწავლას. გარდა ამისა, საგანმანათლებლო დაწესებულების კეთილმოწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, რომელიც სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს, ქვეყნის მასშტაბით 800 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა იგეგემება. აღნიშნული პროექტი შიდა ქართლის რეგიონშიც განხორციელდება.“ – აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.

შიდა ქართლის რწმუნებულმა სოფელ ქერეში ახალდაშენებული სკოლაც დაათვალიერა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ბიუჯეტიც მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. 90 მოსწავლეზე გათვლილი შენობა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. ასევე, მოეწყო ეზო და სპორტული მოედანი.

 

 

წინა სიახლე

შინდისის ბრძოლის გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

შემდეგი სიახლე

თეა ახვლედიანი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ჩორჩანასა და ავლევში მოსახლეობას შეხვდნენ

მსგავსი სიახლეები

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

ატენის ხეობის განვითარების გეგმის შესახებ მორიგი განხილვა მოეწყო

თევზმომშენებელ ფერემებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოფელ ჩანგილარში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

შიდა ქართლის სახელმწიფო ადმინისტრაციაში 2024 წელი შეაჯამეს

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია