No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

მიხეილ შაყულაშვილმა ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადისს უმასპინძლა

19 ივლისი, 2023
in სიახლეები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორში ღონისძიებები გაიმართა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადისს რწმუნებულის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ადმინისტრაციის აპარატის უფროსი, გორის მუნიციპალიტეტის მერი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დაესწრნენ. სამუშაო შეხვედრას, ასევე, ისრაელის საელჩოს ,,მაშავის“ ცენტრის ხელმძღვანელი, ,,შალომ კლუბ შიდა ქართლის” აღმასრულებელი დირექტორი და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და დიპლომატიურ ურთიერთობებს. ,,მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა გიმასპინძლოთ შიდა ქართლის რეგიონში. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის პატივია ისრაელის დელეგაციის სტუმრობა ჩვენს მხარეში. ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება ისრაელსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ყველა ძირითადი მიმართულებით, განსაკუთრებით ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში. დარწმუნებული ვარ, ორმხრივი სურვილია კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი ურთიერთობა ყველა აღნიშნული მიმართულებით.”- აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა. სახელმწიფო რწმუნებულმა სტუმრებს შიდა ქართლის რეგიონის სპეციფიკის, ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტული სფეროების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

ისრაელის ელჩმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა სახელმწიფო რწმუნებულს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ მზადაა საერთო პროექტების მიმართულებით თანამშრომლობისთვის. ამასთან ერთად, შეხვედრისას ,,მაშავის“ ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ჟღენტმა ვრცლად ისაუბრა ცენტრის საქმიანობის შესახებ.  კერძოდ, ხაზი გაუსვა ებრაული გამოცდილების გაზიარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ,,მაშავის“ მიერ გამოცხადებული საგანმანათლებლო პროგრამებში ქართველი სპეციალისტების ჩართულობის მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის ძირითად მისიას ისრაელის საელჩოს მიერ საქართველოს ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი პროექტების განხორციელება წარმოადგენს.

შეხვედრის ბოლოს  მხარეები კიდევ უფრო მჭირდო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა და ისრაელის ელჩმა გორში, სამხედრო დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ასევე, ესტუმრნენ სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს, სადაც იქ წარმოდგენილ ექსპონატებს გაეცნენ.

გარდა ამისა, ისრაელის ელჩმა სურამში ებრაული სინაგოგა მოინახულა და შეხვედრა გამართა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან. შეხვედრას სურამში ებრაული თემის წარმომადგენლები, ადგილობრივები და ,,მაშავის“ პროგრამის კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.

წინა სიახლე

ხაშურში „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი“ გაიხსნა.

შემდეგი სიახლე

სოფელ ნაცარგორაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

მსგავსი სიახლეები

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

ატენის ხეობის განვითარების გეგმის შესახებ მორიგი განხილვა მოეწყო

თევზმომშენებელ ფერემებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოფელ ჩანგილარში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

შიდა ქართლის სახელმწიფო ადმინისტრაციაში 2024 წელი შეაჯამეს

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია