
ნადარბაზევის ტბა (ნადარბაზევის წყალსაცავი) კვერნაკის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, გორის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 856 მეტრზე მდებარეობს. ზედაპირის ფართობი 1,18 კმ²–ია. უდიდესი სიღრმე 1,8 მ, ხოლო მოცულობა 3 მლნ. მ³. წყალსაცავი შეიქმნა ყოფილი ნადარბაზევის ტბის ადგილას.