No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ახალი ბინები გადაეცათ

20 მარტი, 2017
in სიახლეები
ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ახალი ბინები გადაეცათ

გორში ნგრევად შენობებში მცხოვრებმა 29 დევნილმა ოჯახმა ახალი ბინები მიიღო. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს. ბინების გადაცემის ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე და გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი დაესწრნენ. მინისტრმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კორპუსის ეზოში ხეები დარგეს და დევნილ ოჯახებს ბზის ნერგები გადასცეს. ხუთსართულიან კორპუსში არსებული ბინები, გორში, ე. წ. ტურბაზის ჩასახლებაში, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, კრიტერიუმების გარეშე გადაეცათ. 29 ოჯახი წლების განმავლობაში ხის კოტეჯებში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. კორპუსი დევნილთა სამინისტროს თავდაცვის სამინისტროსგან გადმოეცა. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 565 358 ლარი შეადგინა. მშენებლობაზე დასაქმებულთა 70%-ს დევნილები შეადგენდნენ. ამ ეტაპზე, გორში 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 2017 წელს დასრულდება და ახალ ბინას კიდევ 480 დევნილი ოჯახი მიიღებს.

წინა სიახლე

შიდა ქართლის ადმინისტრაციაში ,,კულტურის სტრატეგია 2025″ განიხილეს

შემდეგი სიახლე

გუბერნატორმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა

მსგავსი სიახლეები

ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მწერალთა სახლში წიგნის „გორი ქართულ პოეზიაში” პრეზენტაცია მოეწყო

გორში საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნით ღონისძიება გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს – ოკამს, ლავრისხევსა და ზემო ხანდაკს მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება

შიდა ქართლში მცხოვრებ მაღალი აკადემური მოსწრების მქონე უფროსკლასელებს პლანშეტები გადაეცათ

სიმონ გულედანმა სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია