No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

პროგრამის ,,დანერგე მომავალი’’ პრეზენტაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში

2 აპრილი, 2015
in სიახლეები
პროგრამის ,,დანერგე მომავალი’’ პრეზენტაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 6 მარტიდან სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადის მიღების პროცესი დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლიანი ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობების მოწყობის გზით. ახალი პროექტის განხორციელების შედეგად, მეწარმეები და ფერმერები შეძლებენ აწარმოონ მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქციას გაუწევს, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქტიას გაუწევს კონკურენციას. ამავე დროს, გაიზრდება ქვეყნის აგრარული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი. პროექტის ,,დანერგე მომავალი’’ განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. დაფინანსების მისაღებად, ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში უნდა წარმოადგინოს სანერგე მეურნეობის შექმნის დეტალური პროექტი (პროექტის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ შემუშავებული სტანდატრის მიხედვით), თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად, რის შემდგომაც, სააგენტო განიხილავს პროექტს და პროექტის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში, დასამტკიცებლად წარუდგენს ,,თანადაფინანსების კომიტეტს’’, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი, სააგენტო განახორციელებს სანერგე მეურნეობის დაფინანსებას. პროექტის ,,დანერგე მომავალი’’ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: – ბაღის გაშენების შემთხვევაში -ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; – სანერგე მეურნეობის შემთხვევაში – მეურნეობის შექმნის ღირებულების 50%-ს. ბაღის გაშენების ან სანერგე მეურნეობის მოწყობის სრულად დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით. გარდა სახელმწიფო თანადაფინანსებისა, პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები მიიღებენ დამატებით სარგებელს: – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები საჩუქრად მიიღებენ შესაწამლ აპარატებს; – ყველა ბენეფიციარს აუნაზღაურდება ნიადაგის ლაბორატორიული შემოწნების ღირებულება; – კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ყველა ბენეფიციარი მიიღებს ტექნიკურ დახმარებას ბაღის/სანერგე მეურნეობის მოვლის პრაქტიკული ტრენინგისა და თეორიული კურსის სახით. პროგრამის წარმატებით განხორციელების შედეგად: 1 000-1 200 ჰა-ზე გაშენდება თანამედროვე ტიპის და 30-40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრიც, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.

წინა სიახლე

გურამ მაჭარაშვილი ,, ვიშეგრადის ქვეყნების ტრანსფორმაციის გამოცდილება შიდა ქართლის რეგიონისთვის’’ საზეიმო ცერემონიას დაესწრო

შემდეგი სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

მსგავსი სიახლეები

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

ატენის ხეობის განვითარების გეგმის შესახებ მორიგი განხილვა მოეწყო

თევზმომშენებელ ფერემებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოფელ ჩანგილარში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

შიდა ქართლის სახელმწიფო ადმინისტრაციაში 2024 წელი შეაჯამეს

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია