No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

რეგიონული განვითარების მინისტრმა ქარელის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა

5 ნოემბერი, 2025
in სიახლეები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა ვარიანში გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა
რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი მოადგილეებთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, სიმონ გულედანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
სოფელ ბრეთის მეურნეობში მალე დასრულდება თანამედროვე სპორტდარბაზის მშენებლობა. ორსართულიანი ობიექტი სრულად იქნება მორგებული როგორც სპორტსმენების, ისე მაყურებელთა საჭიროებებზე. პირველ სართულზე მოეწყობა საჭიდაო და სატრენაჟორო დარბაზები, გასახდელები, სველი წერტილები, საშხაპეები, სამედიცინო და ადმინისტრაციული ოთახები. მეორე სართულზე კი ტრიბუნები და მრავალფუნქციური სივრცე განთავსდება, სადაც სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები ჩატარდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სპორტსმენებისთვის განკუთვნილი სასტუმროს მშენებლობაც, რაც ობიექტის ფუნქციურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააფართოებს. სპორტდარბაზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტი ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის ჯამური ღირებულება დაახლოებით 6 მილიონ ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, დაბა აგარაში მიმდინარეობს კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია. პროექტი გარდამავალია და მისი დასრულება 2026 წელს არის დაგეგმილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლითონის კოჭებით გადახურვის კონსტრუქციების, პარაპეტის, ტრიბუნისა და სცენის მოწყობის სამუშაოები.
აგარის კულტურის სახლის რეაბილიტაცია ფინანსდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით. პროექტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 1 770 000 ლარს.
წინა სიახლე

პრემიერ-მინისტრი რეგიონის რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

შემდეგი სიახლე

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცაში მყარი ნარჩენების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსგავსი სიახლეები

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა ვარიანში გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის სიმონ გულედანის ხელმძღვანელობით საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

გორში თევზმომშენებელ ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცაში მყარი ნარჩენების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რეგიონული განვითარების მინისტრმა ქარელის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა

პრემიერ-მინისტრი რეგიონის რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია