No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში ახალი სკოლა გაიხსნა

16 მარტი, 2021
in სიახლეები
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში ახალი სკოლა გაიხსნა
გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში ახალაშენებული სკოლა გაიხსნა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რაზეც 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ორსართულიანი შენობა 150 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. შენობის გარდა მოეწყო ეზო და სპორტული მოედანი.
ახალი სკოლის გახსნის ღონისძიებას მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე დავით ტაბიძე, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,დღეიდან სოფელ მეჯვრისხევს ახალაშენებული და თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლა მოემსახურება. ვულოცავ როგორც მოსწავლეებს, ისე პედაგოგებს. განათლების მიღების პროცესში არანაკლები მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას. შესაბამისად, ჩვენი მთავრობის ერთი-ერთი მთავარი პრიორიტეტი როგორც განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ისე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. პანდემიის მიუხედავად რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლების სამშენებლო სამუშაოები. გასულ წელს შიდა ქართლში 5 საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა, წელს კი 3 სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.“ – აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა.
სოფელ პატარა მეჯვრისხევში არსებული საჯარო სკოლა ამორტიზირებული იყო, რის გამოც ბავშვებს სიარული სოფელ აძვის საჯარო სკოლაში უწევდათ.
წინა სიახლე

გორში მედპერსონალის აცრა დაიწყო

შემდეგი სიახლე

შიდა ქართლის რწმუნებულმა სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა

მსგავსი სიახლეები

ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მწერალთა სახლში წიგნის „გორი ქართულ პოეზიაში” პრეზენტაცია მოეწყო

გორში საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნით ღონისძიება გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს – ოკამს, ლავრისხევსა და ზემო ხანდაკს მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება

შიდა ქართლში მცხოვრებ მაღალი აკადემური მოსწრების მქონე უფროსკლასელებს პლანშეტები გადაეცათ

სიმონ გულედანმა სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია