ღონისძიების სტუმრებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და მინისტრის მოადგილეებმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
იუსტიციის სამინისტრომ ადგილობრივებს და ქალაქის სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული, სპორტული, საბავშვო და გასართობ-შემეცნებითი აქტივობა შესთავაზა. ადგილზე წარმოდგენილი იყო თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა.
17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. სახალხო დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდება.