No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

სიმონ გულედანი ერისთავის თეატრში გამართულ სალოტბარო სკოლების კონცერტს დაესწრო

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრში გამართულ სალოტბარო სკოლების კონცერტს დაესწრო

14 მარტი, 2026
in სიახლეები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სახელმწიფო რწმუნებულებსა და მერებს შეხვდა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრში გამართულ სალოტბარო სკოლების კონცერტს დაესწრო
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდმა რეგიონული ტურნე შიდა ქართლიდან დაიწყო. თეატრში გაიმართა ფოლკლორის ცენტრის გუნდისა და შიდა ქართლის რეგიონის სალოტბარო სკოლების ერთობლივი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ გორის, მერეთის, ქარელისა და კასპის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები.
კონცერტზე შესრულდა საარქივო ჩანაწერების მიხედვით აღდგენილი ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული საგალობლების გამორჩეული ნიმუშები. საღამოს უძღვებოდნენ გორის სალოტბარო სკოლის ლოტბარი ლელა მერაბიშვილი და ფოლკლორის ცენტრის გუნდის წევრი ნიკოლოზ მესხორაძე.
ღონისძიების დასასრულს ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ ისაუბრა ცენტრის საქმიანობის მიზნებსა და სალოტბარო სკოლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქართული ტრადიციული მუსიკის შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში.
კონცერტს ასევე დაესწრნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
საღამოს დასასრულს სალოტბარო სკოლების მოსწავლეებმა ფოლკლორის ცენტრის გუნდთან ერთად „მრავალჟამიერი“ შეასრულეს.
წინა სიახლე

რწმუნებულის ადმინისტრაციაში სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმა განიხილეს

შემდეგი სიახლე

სიმონ გულედანი რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

მსგავსი სიახლეები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სახელმწიფო რწმუნებულებსა და მერებს შეხვდა

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ბათუმში დაგეგმილ ტურისტულ გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას

შიდა ქართლში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა განიხილეს

სიმონ გულედანი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი ჰააგის სასამართლოს ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

ხაშურის მუნიციპალიტეტში მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია