შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა პირველ მოადგილესთან მიხეილ ფავლენიშვილთან ერთად „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში პროექტებისა და ღონისძიებების ერთობლივ განხორციელებაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ინიციატივებს, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას, მოწყვლადი ჯგუფების დახმარებასა და სხვადასხვა სოციალური და ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელებას უკავშირდება.
როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ერთობლივი პროექტების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მოქალაქეების საჭიროებებზე დროულ რეაგირებას.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ სახელმწიფო უწყებებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია რეგიონში ახალი ინიციატივების განხორციელებისა და უკვე არსებული პროგრამების გაფართოებისთვის.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ ერთობლივი ძალისხმევა კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს მოსახლეობის მხარდაჭერაზე ორიენტირებულ საქმიანობას.
