გორის მუნიციაპლიტეტში საოკუპციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და გორის საგანმანათლებლო დირექტორმა გიორგი ბერძენიშვილმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
,,გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით კი მინდა მივულოცო შიდა ქართლში მცხოვრებ მოსწავლეებსა და პედაგოგებს. გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ წელს. მეჯვრისხევი გამყოფ ხაზთან მდებარეობს, ამ სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ჩვენი მხარდაჭერა და ზრუნვა სჭირდებათ. განათლების ხელშეწყობა და ხელმისაწვდომობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ჩვენი ქვეყნის ძლიერი მომავლისთვის“ – აღნიშნა სიმონ გულედანმა.
მეჯვრისხევის საჯარო სკოლას გასულ წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტი განათლების სამინისტრომ განახორციელა. სკოლა 600 მოსწავლეზეა გათვლილი. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შენობაში განთავსდა თანამედროვე სასწავლო სივრცეები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი და სასადილო, ასევე, ექიმის კაბინეტი, რესურსოთახი და სპორტული ინფრასტრუქტურა.