No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი გორში იმყოფებოდა

11 აგვისტო, 2017
in სიახლეები
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი გორში იმყოფებოდა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გორს ესტუმრა და  შიდა ქართლის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან, იოსებ ოქრომელიძესთან ერთად რაგბის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე მრავალფუნქციური სპორტის სასახლის სამუშაოები დაათვალიერა და ლევან ტარყაშვილისგან მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო – ტარყაშვილი “სპორტმშენსერვისის” დირექტორია, თავის მხრივ “სპორტმშენსერვისი”,  სპორტის სასახლის დროულად და ხარისხიანად მშენებლობაზეა პასუხისმგებელი.

სასახლის მშენებობის პროცესს მინისტრთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებიც გაეცნენ. ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესი დასკვნით ფაზაშია შესული და მონატჟდება რკინის კონსტრუქცია, რომელიც კანადიდან ასევე მშენებლობის პროცესში ჩართულმა კანადურმა კომპანიამ  – “ბეჰლემ ინდუსტრიმ“ ჩამოიტანა. სექტემბრიდან დაგეგმილია შიდა, მოსაპირკეთებელი სამუშაოების დაწყება. მშენებლობის პროცესი ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ახალი სასახლის მშენებლობაზე 11 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

გორში ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის იქნება განკუთვნილი და ხელს შეუწყობს, რეგიონში პროფესიული და მასობრივი სპორტის განვითარებას. სასახლის დიდი დარბაზი 1 500, ხოლო პატარა დარბაზი 500 გულშემატკივარზეა გათვლილი. სპორტის სასახლეში მშენებლობის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება – ხელბურთში, ფრენბურთში, ფუტსალში, ჭიდაობაში, ძიუდოში რეგიონალური და საქართველოს პირველობების ჩატარება. ამასთან, ახალი სპორტის სასახლე ზოგიერთ სახეობაში საერთაშორისო მასშტაბის ტურნირების მიღებასაც შეძლებს.

მოგვიანებით, ხელისუფლების წარმომადგენლები გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის განახლებულ სტადიონზე ეროვნული ლიგის 22–ე ტურის პირველი შეხვედრის თამაშს დაესწრნენ, სადაც ერთმანეთს საფეხბურთო კლუბები, გორის დილა და თბილისის საბურთალო დაუპირისპირდნენ.

წინა სიახლე

სოფელ კარალეთში სეტყვისგან დამცავი ბადეები მოეწყო

შემდეგი სიახლე

განათლების მინისტრი კასპში პედაგოგებს შეხვდა

მსგავსი სიახლეები

ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მწერალთა სახლში წიგნის „გორი ქართულ პოეზიაში” პრეზენტაცია მოეწყო

გორში საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნით ღონისძიება გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს – ოკამს, ლავრისხევსა და ზემო ხანდაკს მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება

შიდა ქართლში მცხოვრებ მაღალი აკადემური მოსწრების მქონე უფროსკლასელებს პლანშეტები გადაეცათ

სიმონ გულედანმა სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია