No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

შიდა ქართლის გუბერნატორმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ვაშლის მსხმოიარე ბაღი დაათვალიერა

24 სექტემბერი, 2018
in სიახლეები
შიდა ქართლის გუბერნატორმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ვაშლის მსხმოიარე ბაღი დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შპს „ტირიფონის ბაღებმა“ ხეხილის ინტენსიური ბაღი გააშენა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, შიდა ქართლის რწმუნებულთან-გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, ინტენსიური ტიპის ბაღები დაათვალიერა და მოვლის ოპერაციებს – მექანიკური სხვლა, ფესვების მიწისქვეშა შეკვეცა, სეტყვის საწინააღმდეგო ბადის გაშლა – გაეცნო.
„კვარხეთში გაშენებული ახალი ბაღები არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ჩვენი პოლიტიკა არის სწორი. ჩვენ გვინდა კონკურენტუნარიანი, თანამედროვე მეურნეობები, რომლებიც წარმოებული პროდუქციით ბაზარზე თავს დაიმკვიდრებენ. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით „ტირიფონის ბაღებში“ საუკეთესო ხარისხის მოსავალი მიიღეს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„ტირიფონის ბაღები” პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და 27 ჰა-ზე ვაშლის ინტენსიური ბაღის გაშენებისთვის სახელმწიფოსგან 100,000 ლარის თანადაფინანსება მიიღო. კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტითაც ისარგებლა და 2,000,000 ლარის ოდენობით სესხი სეტყვისგან დამცავი ბადეების, საყრდენი ბოძების, სარწყავი წვეთოვანი სისტემების მოწყობისთვის გამოიყენა. ბაღის გაშენებისთვის, სულ, 4,700,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. წელს ვაშლის პირველ მოსავალს უკვე აიღებენ.

შიდა-ქართლის გუბერნატორის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, სწორედ საერთაშორისო სტანდარტის სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ „ტირიფონის ბაღები” პირველი კომპანიაა, რომელმაც, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, Global Gap-ის პირველადი წარმოების საერთაშორისო სერთიფიკატი აიღო.
2018 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, დაფინანსებულია ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 5,546 ჰექტარზე; სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა29,304,613 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, შიდა-ქართლის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 1,674 ჰა მიწის ფართობზე.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

წინა სიახლე

გუბერნატორმა რაგბის კავშირის წარმომადგენლებთან რეგიონში სპორტის ამ სახეობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელა

შემდეგი სიახლე

გიორგი ხოჯევანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა

მსგავსი სიახლეები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორში ღონისძიებები გაიმართა

პარლამენტის სპორტის კომიტეტმა შიდა ქართლში გასვლითი სხდომა გამართა

ქარელის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სპორტდარბაზისა და სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს

შიდა ქართლში ტურისტული სეზონი გაიხსნა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

შიდა ქართლი ოჯახის სიწმნიდის დღის ღონისძიებას შეუერთდა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია