იბერია იგივე ივერია – ძველი ბერძნებისა და რომაელების მიერ ასე იწოდებოდა აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით ძვ. წ. IV – ა. წ. V სს არსებული ქართლის სამეფო. XI საუკუნეში ქართული სამეფო-სამთავროების საქართველოს სამეფოში გაერთიანებით, სახელწოდებებმა „ქართლი“ და „ქართველი“ (ქართლის მაცხოვრებელი) საქართველოს სახელმწიფოს სახელს ჩაუყარა საფუძველი. შუასაუკუნეებში, მტკვრის ხეობაში მდებარე ეს რეგიონი სამ ნაწილად იყო დაყოფილი: 1. შიდა ქართლი, ცენტრით მცხეთაში და უფლისციხეში, მოიცავდა ცენტრალური ქართლის ტერიტორიას მტკვრის ჩრდილოეთით და სამხრეთით, დასავლეთით კი მტკვრის შენაკად არაგვამდე; 2. ქვემო ქართლი – მტკვრის ქვედა წელის პროვინციები; 3) ზემო ქართლი – ქვემო ქართლის დასავლეთით მტკვრის ზედა წელის პროვინციები. ამ ტერიტორიების უმეტესობა ამჟამინდელი ადმინისტრაციული დაყოფით შიდა ქართლისა (ცენტრით ქალაქ გორში) და ქვემო ქართლის (ცენტრით ქალაქ რუსთავში) საზღვრებში ხვდებიან.
Copyright © ყველა უფლება დაცულია