No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

შიდა ქართლის რწმუნებულმა ისრაელის ელჩს უმასპინძლა

21 დეკემბერი, 2021
in სიახლეები
შიდა ქართლის რწმუნებულმა ისრაელის ელჩს უმასპინძლა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორს უმასპინძლა. შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე დაესწრნენ. ელჩის ვიზიტის მიზანს შიდა ქართლის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის, არსებული გამოწვევებისა და მიღწევების გაცნობა წარმოადგენდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
მოგვიანებით, ისრაელის ელჩმა გორის №1 და №9 საჯარო სკოლები მოინახულა, სადაც საელჩოს MASHAV-ის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) მხარდაჭერით ,,შალომ კლუბ გურიასა“ და ,,შალომ კლუბ შიდა ქართლთან“ ერთად პროექტი „სუფთა წყალი ბავშვებს“ განხორციელდა, რაც სკოლებში ისრაელის მაღალტექნოლოგიური მემბრანული სისტემით აღჭურვილი სასმელი წყლის გასაფილტრი ინოვაციური დანადგარის NAF 250 დამონტაჟებას გულისხმობს. რან გიდორის თქმით, მნიშვნელოვანია მოსწავლეთა და მათი პედაგოგების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში. ,,მადლობას ვუხდი ისრაელის საელჩოს და პირადად ელჩს პარტნიორობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს. დღეს შეხვედრაზე არაერთი საინტერესო ინიციატივა განვიხილეთ და ვფიქრობ, სამომავლოდ შედეგზე ორიენტირებულ პროექტებს განვახორციელებთ.“ – აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.
დღესვე, ელჩი გორში გიორგი ტატულაშვილის კერამიკის სახელოსნოსაც ეწვია და ოსტატის ნაკეთობები დაათვალიერა.
წინა სიახლე

კავთისხევში მოსახლეობის ვაქცინაცია გრძელდება

შემდეგი სიახლე

ვალერიან მჭედლიძე “მუნიციპალურ ახალგაზდრულ ფორუმს” დაესწრო

მსგავსი სიახლეები

ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მწერალთა სახლში წიგნის „გორი ქართულ პოეზიაში” პრეზენტაცია მოეწყო

გორში საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნით ღონისძიება გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს – ოკამს, ლავრისხევსა და ზემო ხანდაკს მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება

შიდა ქართლში მცხოვრებ მაღალი აკადემური მოსწრების მქონე უფროსკლასელებს პლანშეტები გადაეცათ

სიმონ გულედანმა სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია