No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზემო ნიქოზის მოსახლეობას შეხვდა

16 თებერვალი, 2021
in სიახლეები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზემო ნიქოზის მოსახლეობას შეხვდა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ზემო ნიქოზში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრას დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა შეკრებილებს რეგიონის განვითარების კუთხით საკუთარი ხედვა გააცნო და ადგილობრივების მოსაზრებები მოისმინა. მისი თქმით, ადგილობრივებთან პირდაპირი კომუნიკაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის უშუალო ჩართულობა, საკითხების დროული გადაჭრის საუკეთესო საშუალებაა.

,,ადგილობრივების საჭიროებების მოგვარება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ, სწორედ მოსახლეობასთან შეხვედრებით დავიწყე რწმუნებულის პოზიციაზე საქმიანობა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რეგიონის მასშტაბით შეხვედრები მიმდინარეობს და დღეს ზემო ნიქოზელებს შევხვდით. ადგილობრივებისგან პირადად მოვისმინეთ, თუ რა მოგვარდა და კიდევ რა პრობლემებია სოფელში. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები განვახორციელეთ, გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს, რასაც ერთობლივი მუშაობის შედეგად აუცილებლად მოვაგვარებთ. ზემო ნიქოზი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელია და აქაურ მოსახლეობას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება.“ – აღნიშნა რეგიონის რწმუნებულმა.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ზემო ნიქოზში გარე განათება მოეწყობა. ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო რწმუნებული და რწმუნებულის მოადგილეები ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტს, მეუფე ისაიას შეხვდნენ. მოგვიანებით კი ნიქოზში მდებარე ამბულატორია დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ ამბულატორია ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში და ანტიგენზე დაფუძნებულ სწრაფ და მარტივ ტესტირებას ახორციელებს.

წინა სიახლე

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი შტაბის წევრებს შეხვდა.

შემდეგი სიახლე

მამუკა საღარეიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

მსგავსი სიახლეები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორში ღონისძიებები გაიმართა

პარლამენტის სპორტის კომიტეტმა შიდა ქართლში გასვლითი სხდომა გამართა

ქარელის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სპორტდარბაზისა და სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს

შიდა ქართლში ტურისტული სეზონი გაიხსნა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

შიდა ქართლი ოჯახის სიწმნიდის დღის ღონისძიებას შეუერთდა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია