შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა მუნციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მუნიციპალიტეტების სამსახურების ხელმძღვანელებს რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი წარუდგინა. შეხვედრები რეგიონის ოთხივე ქალაქში გაიმართა.
მიხეილ ფავლენიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ კარგად იცნობს რეგიონის სპეციფიკას და მზადაა, აქტიური კომუნიკაციისთვის, რათა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მუნიციპალიტეტებთან ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას.
შეხვედრებზე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზეც იმსჯელეს.