შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენებს მიღწეული გამარჯვებები მიულოცეს და მადლობის სიგელები გადასცეს.
მადლობის სიგელი გადაეცა პარამკლავჭიდელ ლევან მახათაძეს, რომელიც უკვე მესამე წელია მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსს ინარჩუნებს.
გარდა ამისა, დაჯილდოვდნენ ძიუდოისტები, რომლებმაც მიმდინარე წელს სამ დიდ შეჯიბრებაზე – კადეტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონატსა და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოიპოვეს სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს.
მადლობის სიგელები გადაეცათ სპორტსმენების პირად მწვრთნელებსაც.
 
			 
			