შიდა ქაღთლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი რწმუნებულის პირველ მოადგილესთან მიხეილ ფავლენიშვილთან ერთად შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორს მიხეილ გოგოლიძეს შეხვდა. შეხვედრაზე შიდა ქართლში არსებული ნაგავსაყრელების ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებით ჩანაცვლების საკითხი განიხილეს.
საერთაშორისო სტანდარტების ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი უზრუნველყოფს მიწისქვეშა წყლების, ჰაერისა და ნიადაგის დაცვას დაბინძურებისგან. შესაბამისად, ნარჩენების მართვის მდგრადი მართვა – თანამედროვე ობიექტები და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურები , რეგიონში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას.
ამ ეტაპზე, შიდა ქართლში რეგიონში სამი მოქმედი ნაგავსაყრელია – გორში, კასპსა და ხაშურში. აღნიშნული ობიექტები შემოღობილია და დაცული გარეშე პირებისგან; ხორციელდება 24 საათიანი მეთვალყურეობა; ობიექტზე განთავსებული საყოფაცხოვრებო ნარჩენი იპრესება და მიწის საფარით იფარება.
