შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ თამაზ ბესტაევი დაინიშნა. სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა ახალი მოადგილე თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა.
თამაზ ბესტაევი 2022 წლიდან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
სახელმწიფო რწმუნებულის ახალი მოადგილე კურატორობას გაუწევს სოციალურ მიმართულებას. ასევე, მის პასუხისმგებლობებში შედის შესაბამის სამინისტროებთან კოორდინაცია.
