ცენტრალური ქუჩებისა და სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო და ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია შესაბამისი ტექნიკა, ხოლო გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად იყრება ტექნიკური მარილი.
ხაშურისა და გორის მუნიციპალიტეტების რიგ სოფლებში დილიდან მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები.
მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური — სამაშველო ჯგუფები და მერიის სტრუქტურული ერთეულები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს არსებული პრობლემების აღმოფხვრა.
