No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

შიდა ქართლში FAO მორიგ ახალ პროექტს იწყებს

3 ივლისი, 2024
in სიახლეები
შიდა ქართლში FAO მორიგ ახალ პროექტს იწყებს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) შიდა ქართლის რეგიონში ახალი პროექტის განხორცელებას იწყებს.

შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებმა ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა” პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრას შიდა ქართლის რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და პროექტის ხელმძღვანელი სტეფანო მუსსი დაეწრნენ. ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და FAO-სა და რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ახალი პროექტის განხორციელება კასპის მუნიციპალიტეტში იგეგმა, რომლის მიზანსაც სოფლის მეურნეობის სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობა, სურსათის წარმოების გაძლიერება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ფერმერების ცოდნის ამაღლება, ამავდროულად, სოფლად სიღარიბის შემსუბუქება და დარგში გენდერული და სოციალური ბალანსის მხარდაჭერა წარმოადგენს.

როგორც სიმონ გულედანმა აღნიშნა, გასულ წლებში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით FAO-სა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სოფლის განვითარების საპილოტე პროექტები ატენისა და ფლევის თემებში განხორციელდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ზოგადად, თემისთვის მნიშვნელოვანი და ამავე დროს, საჭიროებაზე მორგებული იყო . ,,ჩვენ უკვე გვაქვს თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა და მოხარული ვარ, რომ შემდგომი პროექტის განხორციელების სამიზნე რეგიონი კვლავ შიდა ქართლია. ჩვენ მზად ვართ, მჭირდო თანამშრომლობისთვის და სამუშაო პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში, ჩართულობისთვის“. – აღნიშნა სიმონ გულედანმა.

პროექტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. ასევე, პროექტის პარტნიორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

წინა სიახლე

შიდა ქართლში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიის შესახებ განხილვა მოეწყო

შემდეგი სიახლე

გორში სპორტული და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

მსგავსი სიახლეები

ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მწერალთა სახლში წიგნის „გორი ქართულ პოეზიაში” პრეზენტაცია მოეწყო

გორში საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნით ღონისძიება გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს – ოკამს, ლავრისხევსა და ზემო ხანდაკს მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება

შიდა ქართლში მცხოვრებ მაღალი აკადემური მოსწრების მქონე უფროსკლასელებს პლანშეტები გადაეცათ

სიმონ გულედანმა სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია