No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

წითელუბანსა და ხურვალეთს დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება

20 ივლისი, 2015
in სიახლეები
წითელუბანსა და ხურვალეთს დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება

ვიცე–პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, გუბერნატორის მოადგილეები, კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზის’’ დირექტორი აზერ მამადოვი და ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’’ წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ წითელუბანში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დაესწრნენ.

ენერგეტიკის მინისტრმა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს. სოფლები წითელუბანი და ხურვალეთი ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდნენ. ამ სოფლების სრული გაზიფიცირებისთვის 14 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი აშენდა და თითოეული სოფლის დაქსელვა განხორციელდა. თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი, რის შემდეგაც ორივე სოფელში მცხოვრები 510 დევნილი ოჯახი ბუნებრივ აირს მოიხმარს. სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ’’ შეასრულა. დღეისათვის კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზი’’ აბონენტის გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთების მიზნით, სამონტაჟო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს. პროგრამის ფარგლებში, ამ სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის სახლში გაზის შეყვანა და ერთი წერტილის მიერთება უფასოდ ხორციელდება. პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირდა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 33 სოფელი. საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მლნ ლარი გამოიყო. გაზიფიცირების სამუშაოები ტარდება გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 58 სოფელში.

წინა სიახლე

ზურაბ რუსიშვილი სოფელ ხურვალეთის მოსახლეობას შეხვდა

შემდეგი სიახლე

ზურაბ რუსიშვილი სოფელ ხურვალეთში მოსავლის აღების სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო

მსგავსი სიახლეები

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

ატენის ხეობის განვითარების გეგმის შესახებ მორიგი განხილვა მოეწყო

თევზმომშენებელ ფერემებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოფელ ჩანგილარში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

შიდა ქართლის სახელმწიფო ადმინისტრაციაში 2024 წელი შეაჯამეს

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია