No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი დაიწყო

11 აპრილი, 2023
in სიახლეები
პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში შიდა ქართლში შეხვედრა გაიმართა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქალაქ ხაშურის მერიაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობა, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციების დელეგაციები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი, აშენდება წყლის სათავე ნაგებობები, სატუმბი სადგურები, ჭაბურღილები, რეზერვუარები. ასევე, მოეწყობა წყალარინების ქსელი, ჩატარდება კოლექტორების რეკონსტრუქციისა და გაფართოების სამუშაოები და აშენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა
„ხაშურის წყალმომარაგების პროექტი აქტიურ ფაზაში შევიდა. დღეს განვიხილეთ პროექტის მიმდინარეობა და მის ფარგლებში დასახული ღონისძიებები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტთან დაკავშირებული ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს , რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხაშურში ამ მასშტაბის პროექტი წყალმომარაგებისა და წყალარინების თვალსაზრისით არ განხორციელებულა, რაც ხაშურისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას უზარმაზარ პრობლემას მოუგვარებს. მინდა მადლობა გადავუხადო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირს ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის“ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა
,, გასული წლის დეკემბერი ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ხაშურის მუნიცპალიტეტში უკვე დავიწყეთ წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირსა და სახელმწიფოს, იმ უპრეცენდენტო მხარდაჭერისთვის რასაც ხაშურის მუნიციპალიტეტისთვის აკეთებენ. აღვნიშნავ, რომ ადგილობრივებისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის ანალოგიც ხაშურში არ ყოფილა. პროექტის დასრულების შედეგად კი ადგილობრივები 24 საათიანი და რაც მთავარია, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ.“ – აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.
პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ ხაშურის მოსახლეობა 24 საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს. უწყვეტი წყალმომარაგება ექნება ზემო ოსიაურის, ქვემო ოსიაურისა და ცხრამუხას მოსახლეობასაც. წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდის სრულ ბიოლოგიურ ციკლს განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურების რისკებს.
წინა სიახლე

9 აპრილიდან 34 წელი გავიდა

შემდეგი სიახლე

შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში

მსგავსი სიახლეები

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

ატენის ხეობის განვითარების გეგმის შესახებ მორიგი განხილვა მოეწყო

თევზმომშენებელ ფერემებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოფელ ჩანგილარში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

შიდა ქართლის სახელმწიფო ადმინისტრაციაში 2024 წელი შეაჯამეს

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია