No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

ჯამბაკურ-ორბელიანების სახლ-მუზეუმს სრული რეაბილიტაცია უტარდება

30 ივნისი, 2025
in სიახლეები
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ავლევში შიდა გზის მოწყობა მიმდინარეობს
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ თეა ონიანთან ერთად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ჯამბაკურ-ორბელიანების სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
როგორც სიმონ გულედანმა აღნიშნა, ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული და ტურისტული ადგილია კასპის მუნიციპალიტეტში, რომელსაც არაერთი დამთვალიერებელი სტუმრობს.
მისივე თქმით, კომპლექსის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად დაიტვირთება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას, ისე სახლ-მუზეუმის პოპულარიზაციას.
ამჟამად სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც შენობის სრულ განახლებას გულისხმობს. შეიცვლება კომუნიკაციები, გამაგრდება ნაგებობა და ისტორიული აივნები, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდა ინტერიერს. სამუშაოების დასრულება 2026 წელს იგეგმება.
შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. სამუშაოებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, სააგენტოს დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მუზეუმის თანამშრომლები.
წინა სიახლე

შიდა ქართლის რეგიონში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

შემდეგი სიახლე

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა დასკვნით ფაზაში გადავიდა

მსგავსი სიახლეები

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ავლევში შიდა გზის მოწყობა მიმდინარეობს

ქარელში სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღიმართა

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა დასკვნით ფაზაში გადავიდა

ჯამბაკურ-ორბელიანების სახლ-მუზეუმს სრული რეაბილიტაცია უტარდება

შიდა ქართლის რეგიონში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ინფრასტურუქტურის მინისტრმა სტუდენტებს სურამის გვირაბის სამშენებლო სამუშაოები გააცნო

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია