გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 40 სტუდენტი, რომლებმაც 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიპოვეს, 500 ლარით დააჯილდოვა.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, სტუდენტები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის „საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება და მის მიზანს წარმატებული ახალგაზრდების წახალისება წარმოადგენს.
