No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

I ქვეითი ბრიგადა 25 წლისაა

19 დეკემბერი, 2017
in სიახლეები
I ქვეითი ბრიგადა 25 წლისაა

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადა დაარსებიდან 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში გორში ბრიგადის სამწყობრო მოედანზე წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიალიც გაიმართა. დღეიდან ცხრა თვის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურს 85 ახალი წვევამდელი გაივლის.

I ქვეითი ბრიგადას იუბილე და წვევამდელებს სამხედრო ფიცის დადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ  და შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ  მიულოცეს. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და  ტოტალური თავდაცვის მნიშვნელობასა და I ქვეითი ბრიგადის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება.

საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა როლანდ ძნელაძემ თავდაცვის მინისტრს, გენერალური შტაბის უფროსს, აღმოსავლეთ სარდალს და უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებს მიმდინარე წლის ანგარიში წარუდგინა და ქვედანაყოფში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია.

დღესვე ღონისძიების ფარგლებში სამხედრო I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით და ცეცხლსასროლი იარაღებით დაჯილდოვდნენ. პირადი შემადგენლობა ბრიგადის სამხედრო მოძღვარმა, მამა გიორგი გაბლიშვილმა დალოცა. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ბრიგადაში არსებული სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო, ასევე გაიმართა სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

ბრიგადის იუბილისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გმირთა მემორიალის გვირგვინის შემკობით დაიწყო. I ქვეითი ბრიგადის იუბილეს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, შიდა ქართლის სამხედრო პოლიციის უფროსი პოლკოვნიკი კოტე ანანიაშვილი, შიდა ქართლის საპატრულოს უფროსი პოლკოვნიკი მიხეილ კალაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და ქალაქ გორის სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.

დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში I ქვეითი ბრიგადა უძველესი ქვედანაყოფია და მისი ისტორია 1992 წლის 1 აპრილიდან იწყება. 2016 წლის 19 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის №1085 ბრძანებით, I და V ქვეითი ბრიგადები გაერთიანდა და ბრიგადის დღედ 19 დეკემბერი გამოცხადდა.

წინა სიახლე

გორში ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

შემდეგი სიახლე

შიდა ქართლის გუბერნიასა და სოფლის მეურნეობის კვლევით ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მსგავსი სიახლეები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორში ღონისძიებები გაიმართა

პარლამენტის სპორტის კომიტეტმა შიდა ქართლში გასვლითი სხდომა გამართა

ქარელის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სპორტდარბაზისა და სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს

შიდა ქართლში ტურისტული სეზონი გაიხსნა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

შიდა ქართლი ოჯახის სიწმნიდის დღის ღონისძიებას შეუერთდა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია