No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

დაგროვებითი პენსიის შესახებ გორში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

4 დეკემბერი, 2018
in სიახლეები
დაგროვებითი პენსიის შესახებ გორში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დაგროვებითი პენსიის შესახებ რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა დღეს გორში გაიმართა, რომელსაც შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, რეგიონის საჯარო სამსახურების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიდნენ. საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა პროექტში ჩართული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს შეკრებილებს. კერძოდ, რეფორმის მიხედვით, საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი ექნებათ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, დაზოგვის ვალდებულება გაუჩნდებათ. საპენსიო სქემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. წინასწარი პროექტის მიხედვით, მოქალაქეების თანამონაწილეობა გამოისახება შემდეგნაირად – დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს, დამსაქმებელი ფონდში რიცხავს დასაქმებულის ხელფასის 2%-ს, ხოლო სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს. ამგვარად, ყოველთვიურად დასაქმებულის მთლიანი ხელფასის 6% დაიზოგება.შეხვედრის ძირითად მიზანს საპენსიო რეფორმის მნიშვნელობისა და დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მახასიათებლების ადგილობრივი აუდიტორიისთვის წარდგენა და რეფორმის ფართო აუდიტორიაში კომუნიკაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა. საინფორმაციო შეხვედრისას საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის უპირატესობებსა და მოსახლეობის სარგებელზეც გაამახვილეს ყურადღებას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

წინა სიახლე

ატოცის მოსახლეობა მომავალი წლიდან 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

შემდეგი სიახლე

გორში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი აშენდება

მსგავსი სიახლეები

ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მწერალთა სახლში წიგნის „გორი ქართულ პოეზიაში” პრეზენტაცია მოეწყო

გორში საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნით ღონისძიება გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს – ოკამს, ლავრისხევსა და ზემო ხანდაკს მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება

შიდა ქართლში მცხოვრებ მაღალი აკადემური მოსწრების მქონე უფროსკლასელებს პლანშეტები გადაეცათ

სიმონ გულედანმა სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია