ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან ერთად დაესწრო და კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა.
ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს სიგელები გადაეცათ. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს წელს 282 კურსდამთავრებული ჰყავს. გამოსაშვებ ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე მღებრიშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი სოსიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
