No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის ტაძრის რეაბილიტაცია იგეგმება

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის, ღვთისმშობლის ეკლესიის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს.

26 ოქტომბერი, 2026
in სიახლეები
რწმუნებულის ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის, ღვთისმშობლის ეკლესიის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს.
ტაძრის არსებული მდგომარეობის შეფასებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესის გაცნობის მიზნით ადგილზე იმყოფებოდნენ სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურძე, ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი იაკობი (გეჯაძე), ადგილობირივ თვითმმართელობისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენლები.
რეაბილიტაციის პროცესში გათვალისწინებულია ტაძრის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, დაზიანებული კონსტრუქციული ელემენტების აღდგენა-გამაგრება და ნესტით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრა. დაგეგმილია სარინელის მოწყობა, ინტერიერში ნესტის შედეგად დაზიანებული აფრების, გუმბათის ყელისა და საყრდენი თაღების გამოშრობა, კამარებსა და საბჯენ თაღებში წარმოქმნილი ბზარების ინექტირება-ამოვსება და არასტაბილური საყრდენი ბურჯების კონსტრუქციული გამაგრება.
სამუშაოების მიმდინარეობისას ასევე განხორციელდება ინტერიერში არსებული მიკრო- და მაკრობზარების ინექტირება, რესტავრაცია ჩაუტარდება განცალკევებულ და განშრევებულ ქვებს, აღდგება გუმბათის საყრდენი ბურჯები და დაზიანებული ალათები. დაგეგმილია ტაძრის მცენარეული საფარისგან გაწმენდა. სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო ღონისძიებების ფარგლებში დადგინდება კედლების დანესტიანების გამომწვევი მიზეზები და წყლის ინფილტრაციის წყარო. რეაბილიტაცია ჩაუტარდება კომპლექსის სამრეკლოსა და გალავანსაც.
მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი ისტორიულ შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის ცენტრში მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, ტაძარი ვახტანგ გორგასალს აუგია. კომპლექსი სხვადასხვა პერიოდის რამდენიმე ნაგებობას აერთიანებს, რომელთა შორის მთავარ არქიტექტურულ დომინანტს XIII საუკუნეში აგებული ღვთისმშობლის ტაძარი წარმოადგენს. საუკუნეების განმავლობაში ძეგლზე განხორციელდა არაერთი ჩარევა, რის შედეგადაც ძეგლმა ჩვენამდე მნიშვნელოვნად სახეცვლილი სახით მოაღწია.
წინა სიახლე

შიდა ქართლში მცხოვრები პირველკლასელები გარემოსდაცვით მასშტაბურ აქციას შეუერთდნენ

შემდეგი სიახლე

რწმუნებულის ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გაიმართა

მსგავსი სიახლეები

რწმუნებულის ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის ტაძრის რეაბილიტაცია იგეგმება

შიდა ქართლში მცხოვრები პირველკლასელები გარემოსდაცვით მასშტაბურ აქციას შეუერთდნენ

გორსა და მეჯვრისხევში ტექნიკური სტადიონების მშენებლობა მიმდინარეობს

დაბა სურამში რაგბის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

ხაშურის №4 საჯარო სკოლაში ახალი შენობის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია