საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, გორში ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ხუბულური და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ესწრებოდნენ.
ჩემპიონატში 25 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ: 80 კგ და აბსოლუტური წონა (+80 კგ).
80 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა ზურაბ ჭიღლაძემ მოიპოვა, აბსოლუტურ წონაში კი ოქროს მედალს უზბეკი სპორტსმენი შოხრუხონ ბახტიაროვი დაეუფლა.
2018 წელს იუნესკომ ქართულ ჭიდაობას კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიაში პირველად გასულ წელს გაიმართა
