No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

სოზარ სუბარი და უკრაინის ვიცე–პრემიერი ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

9 ნოემბერი, 2017
in სიახლეები
სოზარ სუბარი და უკრაინის ვიცე–პრემიერი ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ
უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი პავლო როზენკო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან და შიდა ქართლის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან იოსებ ოქრომელიძესთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს სტუმრობდა. მინისტრები საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ დათა ვანიშვილს გაესაუბრნენ და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნენ.  დევნილთა და განსახლების მინისტრმა უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  „ბერლინის კედელი იყო საზღვარი ცივილიზაციასა და ანტიცივილიზაციას შორის, ცივილიზაციასა და ბოროტებას შორის, როგორც დღეს, ეს ხელოვნური ბარიერი არის საზღვარი ცივილიზაციასა და ანტიცივილიზაციას შორის. მჯერა, რომ როგორც ბერლინის კედელი დაინგრა, ისე დაინგრევა ნებისმიერი ასეთი ბარიერი. დღეს, საქართველო და უკრაინა ერთნაირ მდგომარეობაში ვართ, გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, უკრაინაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. თუმცა, ორი მეგობარი ქვეყნის მტკიცე პოზიცია და საერთაშორისო მხარდაჭერა არის საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტი. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა უკრაინის ვიცე-პრემიერს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ უკრაინისგან. უკრაინელები იბრძოდნენ ჩვენს გვერდით, როგორც ქართველები იბრძვიან დღეს უკრაინაში და ეს არის საერთო ბრძოლა თავისუფლებისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.  უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრმა პავლო როზენკომ, ე.წ საზღვრიდან, საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა.  „ის რაც ხდება საქართველოსა და უკრაინაში არის ერთი ადამიანის გაუაზრებელ სურვილს შეწირული უამრავი განადგურებული, დახვრეტილი ადამიანი და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები. ჩვენ დღეს ვიმყოფებით საოკუპაციო ხაზთან, ამის ნახვა შეუძლებელია უკრაინაში, რადგან იქ ჯერ კიდევ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. ზუსტად გუშინ, უკრაინაში მოკლული იქნა ჯარისკაცი ოკუპანტების მიერ. გამოვთქვამ იმედს, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და აქედან მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე, რათა აღდგეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა პავლო როზენკომ.
უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრის პავლო როზენკოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება. ვიზიტის მიზანს, იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
წინა სიახლე

ვაინახური კულტურის კვირეული გორში

შემდეგი სიახლე

ქვემო ჭალის მოსახლეობა მალე 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

მსგავსი სიახლეები

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა შიდა ქართლის რეგიონში შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი კასპის მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ მაისურაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

შიდა ქართლის რეგიონმა ბათუმში გამართულ რიგით მე-16 ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში ”EBIT 2025” – ში მიიღო მონაწილეობა

ფაშიზმზე გამარჯვებიდან მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია