No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

შიდა ქართლის რწმუნებული სოფელ გუდალეთის მაცხოვრებლებს შეხვდა

25 აგვისტო, 2022
in სიახლეები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა.   მოსახლეობასთან შეხვედრისას სახელმწიფო რწმუნებულმა ხაზი გაუსვა ადგილობრივების თანამონაწილეობას და აქტიურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ,,თქვენ ყველაზე უკეთ იცით, თუ რა პრიორიტეტული საკითხები აქვს სოფელს, ჩვენ კი სწორედ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა დავგეგმოთ თითოეული შემდგომი პროექტი“ – აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა. ადგილობრივების თქმით, გზის რეაბილიტაცია, რომელიც უკვე დაიწო და მიმდინარეობს, საგრძნობლად გააუმჯობესებს  მათ საყოფაცხოვრებო პირობებს, მოხსნის ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემას და ხელს შეუწყობს სოფელში მოსახლეობის დარჩენას. გარდა ამისა, შეკრებილებმა შეხვედრაზე სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგების საკითხი დააყენეს. კასპის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. ,,იქიდან გამომდინარე, რომ თქვენივე გადაწყვეტილებით, გზის მოწესრიგება პირველ პრიორიტეტად დასახელდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო დაფინანსება და სამუშაოები უკვე დაიწყო, მომავალი წლისთვის კი ადგილობრივები  კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებთ. ამჯერად უკვე სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაზე ვიზრუნებთ“ – აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა.
გარდა ამისა, სახელმწიფო რწმუნებულმა სოფელში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. ამჟამად სოფელ გუდალეთში გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი გარდამავალია და სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლისთვის დასრულდება. დაგეგმილია, ჯამში,  6 კილომეტრამდე გზის საფარის ასფალტირება და ასევე, სანიაღვრე სისტემის მოწყობა. პროექტის ღირებულებაა 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ სოფელი გუდალეთი მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს  და  დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია.
წინა სიახლე

მიხეილ შაყულაშვილმა კასპის მუნციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა

შემდეგი სიახლე

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მორიგი შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტში გამართა

მსგავსი სიახლეები

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა შიდა ქართლის რეგიონში შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი კასპის მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ მაისურაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

შიდა ქართლის რეგიონმა ბათუმში გამართულ რიგით მე-16 ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში ”EBIT 2025” – ში მიიღო მონაწილეობა

ფაშიზმზე გამარჯვებიდან მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია