No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

კასპის მოსახლეობის ძირითად ნაწილს წყალმომარაგების მიწოდება აღუდგა.

6 თებერვალი, 2019
in სიახლეები
კასპის მოსახლეობის ძირითად ნაწილს წყალმომარაგების მიწოდება აღუდგა.

კასპის მოსახლეობის ძირითად ნაწილს – 1400 ოჯახს წყალმომარაგების მიწოდება დღეს დილიდან აღუდგა. დამატებით, დარჩენილი 83 აბონენტის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს რამდენიმე დღეში დაასრულებს, მანამდე ეს ოჯახები წყალმზიდის საშუალებით მომარაგდებიან.

გეოლოგების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, მიწის ჩამოშლა იმ ძველი მილებიდან წყლის გაჟონვამ გამოიწვია, რომელიც წლების წინ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ თვითნებურად დამონტაჟდა. ამ დროისთვის, კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს ჩამოშლილი მიწის მასის გატანა და ტერიტორიის გაწმენდა. პარალელურად, მუშავდება პროექტი, რომლის საფუძველზეც დაიწყება ძველი მილების ჩანაცვლება ახალი ქსელით. დაიწყება დამცავი ჯებირის მშენებლობის სამუშაოებიც.

რამდენიმე დღის წინ, მიწის ჩამოშლის გამო, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საფრთხეების დროულად აცილების მიზნით, მიმდებარედ არსებული წყლის ორი რეზერვუარი დროებით დაცალა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ჯგუფი, პროცესში ჩართული იყო შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და კასპის მუნიციპალიტეტის მერია.

მობილიზებული იყვნენ შესაბამისი უწყებები. მომხდარის გამო წყალმომარაგება მოსახლეობის 30% შეეზღუდა. კომპანია ადგილობრივებს წყალს წყალმზიდების საშუალებით მუდმივად აწვდიდა.

წინა სიახლე

ზეღდულეთში რიტუალების სახლის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება

შემდეგი სიახლე

ქვახვრელში რკინიგზის ბაქანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მსგავსი სიახლეები

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა შიდა ქართლის რეგიონში შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი კასპის მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ მაისურაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

შიდა ქართლის რეგიონმა ბათუმში გამართულ რიგით მე-16 ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში ”EBIT 2025” – ში მიიღო მონაწილეობა

ფაშიზმზე გამარჯვებიდან მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია