გურამ პაპუაშვილის მეგობრებმა, კოლეგებმა და თანამოქალაქეებმა მისი შემოქმედება, განვლილი გზა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოგონებები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
ხსოვნის საღამოს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე დაესწრნენ.
გურამ პაპუაშვილის სახელი გორის კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებას არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება. ის წლების განმავლობაში მღეროდა, ქმნიდა და საკუთარი შემოქმედებით მსმენელის სიყვარულს იმსახურებდა. ამასთან, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც თავისი პროფესიული საქმიანობით მუნიციპალიტეტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
საღამო მისი შემოქმედების გახსენებასთან ერთად, იმ ადამიანების შეხვედრაც იყო, ვისთანაც გურამ პაპუაშვილს მეგობრობა, თანამშრომლობა და ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები აკავშირებდა.
ღონისძიების მონაწილეებმა მისი შემოქმედებიდან მუსიკალური ნაწარმოებებიც შეასრულეს.
გურამ პაპუაშვილის ხსოვნის საღამო გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.
