No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

კასპის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს რეაბილიტაცია უტარდება

1 ივლისი, 2019
in სიახლეები
კასპის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს რეაბილიტაცია უტარდება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებით კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე სოფლების მაცხოვრებლებთან ერთად გაეცნენ.

რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს, დიდი ხნის წინ ჩამოშლილი ეკლესიის კედლების კონსტრუქციული მდგრადობის შემოწმებას, პერიმეტრზე მიწის ფენის მოხსნის სამუშაოებსა და სხვადასხვა არქიტექტურული სეგმენტის კონსერვაცია-რესტავრაციას მოიცავს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ფიზიკური სამუშაოები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და ეკლესიის სრულფასოვანი რეაბილიტაციის დასრულებამდე გასტანს. ეკლესიის აღდგენის შემდგომ სარესტავრაციო ეტაპებზე არქიტექტურული კომპლექსის გალავნის სრული რეაბილიტაციაც იგეგმება. ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სოფელ გუდალეთის ახლომდებარე ნასოფლარ ვარჯაანში მიმდინარე წელს დასრულდა განვითარებული ფეოდალური ხანის მთავარანგელოზის ეკლესიის რეაბილიტაციის პროცესიც. დარბაზულ ეკლესიაზე ჩატარებულმა რესტავრაციამ საკულტო ნაგებობის ყველა არქიტექტურული სეგმენტი მოიცვა, სადაც დადგენილი სარეაბილიტაციო მეთოდოლოგიით გამაგრდა და რესტავრირდა ფასადური ქვის საპირე წყობები. განახლდა კრამიტის სახურავის კოსტრუქცია.

მიმდინარე და განხორციელებული სარეაბილიტაციო პროექტები ხელს შეუწყობს სეზონურად მაცხოვრებელ თემში ახალი საცხოვრებელი პირობების გაჩენას და კასპის ნასოფლარებში მუდმივმაცხოვრებელი ოჯახების დამკვიდრების პერსპექტივებს.

წინა სიახლე

სოფელ ფლევში თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლა შენდება

შემდეგი სიახლე

დევნილთა ჩასახლებებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

მსგავსი სიახლეები

პარლამენტის სპორტის კომიტეტმა შიდა ქართლში გასვლითი სხდომა გამართა

ქარელის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სპორტდარბაზისა და სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს

შიდა ქართლში ტურისტული სეზონი გაიხსნა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

შიდა ქართლი ოჯახის სიწმნიდის დღის ღონისძიებას შეუერთდა

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა შიდა ქართლის რეგიონში შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია