No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

სამხარეო ადმინისტრაციაში კასპისა და გორის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

28 იანვარი, 2019
in სიახლეები
სამხარეო ადმინისტრაციაში კასპისა და გორის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში კასპისა და გორის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ორივე მუნიციპალიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია – განიხილეს მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, სოციალური, განათლების, კულტურისა და სპორტთან დაკავშირებული პროექტები, მათი ეფექტიანად განხორციელების გზები და მოსალოდნელი შედეგები.

წელს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანსა და სასირეთში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდება, მოასფალტდება სოფელ თელადგორთან მისასვლელი გზა, სადგურ მეტეხის დასახლებასა და სოფელ გრაკალში აშენდება ახალი საბავშვო ბაღები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, მიმდინარე წელსვე დასრულდება პროფესიული სასწავლებლისა და ტექნოპარკის მშენებლობა.

გორის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია სოფელ მეჯვრისხევისა და ახალუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, კარალეთის დევნილთა დასახლებაში შიდა გზების რეაბილიტაცია, გორში – ელექტროფიკაციის დასახლებაში საკანალიზაციო ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, სოფელ ტინისხიდში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, სოფელ მეჯვრისხევსა და თედოწმინდაში სკოლების მშენებლობა, სოფელ შინდისში გარეგანათების მოწყობა და სოფელ ხიდისთავში სპორტული მოედნის მშენებლობა. წლის ბოლოს დასრულდება ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედნის მშენებლობაც.

,,ჩვენი შეხვედრების მიზანს დაგეგმილი პროექტების დეტალურად განხილვა წარმოადგენს, რათა განხორციელების ეტაპზე ყველა რისკ-ფაქტორი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ასევე, ერთობლივი მუშაობის პროცესი და ჩვენი მოსაზრებების ერთმანეთისთვის გაზიარება ხელს შეუწყობს დაგეგმილი ღონისძიებების კიდევ უფრო ეფექტიანად შესრულებას. ჩვენი მთავარი გამოწვევაა, თითოეულმა განხორციელებულმა პროექტმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მოსახლეობის პირობები და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული გარემო“, – აღნიშნა რწმუნებულმა.

გარდა ამისა, გორსა და კასპში ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მშენებლობა დაიწყება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტულ სეგმენტში მომსახურების გაუმჯობესებას და შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას.

წინა სიახლე

ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების წამომადგენლებმა 2019 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია წარადგინეს

შემდეგი სიახლე

გიორგი ხოჯევანიშვილი კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ დაესწრო

მსგავსი სიახლეები

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა შიდა ქართლის რეგიონში შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი კასპის მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ მაისურაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

შიდა ქართლის რეგიონმა ბათუმში გამართულ რიგით მე-16 ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში ”EBIT 2025” – ში მიიღო მონაწილეობა

ფაშიზმზე გამარჯვებიდან მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია