No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში 2019 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამეს

14 დეკემბერი, 2019
in სიახლეები
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში 2019 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამეს

შიდა ქართლის რეგიონში მომუშავე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტის მერები შეხვდნენ. შეხვედრაზე 2019 წელს განხორციელებული პროექტები და 2020 წლის გეგმები განიხილეს.
“მიმდინარე წელს რეგიონში პროექტები დათქმულ ვადებში და რაც მთავარია, შესაბამისი სტანდარტების დაცვით შესრულდა. ამიტომ, პირველ რიგში მადლობას ვუხდი თითოეულ კომპანიას გაწეული საქმიანობისთვის. რაც შეეხება, სამომავლო გეგმებს, არანაკლებ დატვირთული გვექნება და ვიმედოვნებ, ჩვენს თანამშრომლობას ისევ აქტიურად და პროდუქტიულად გავაგრძელებთ.”- აღნიშნა რწმუნებულმა.

წლის განმავლობაში რეგიონის თითოეულ მუნიციპალიტეტში გზების, სანიაღვრეების, სასმელი და სარწყავი სისტემების, ამბულატორიების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. მათი გარკვეული ნაწილი გარდამავალია და 2020 წელს დასრულდება. გარდა ადგილობრივი ბიუჯეტისა, პროექტები რეგიონში განსახორციელებელი პროექტებისა და მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.

აღსანიშნავია, რომ წელს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. კერძოდ, აქტიურად მიმდინარეობს, ატენის სიონის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურისა და საპარკინგე სივრცის მოწყობა. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს კასპის პროფესიული სასწავლებლისა და ტექნოპარკის მშენებლობა. თითოეულ მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგზაო ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ რეგიონის 67 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

ჯამში, მიმდინარე წელს შიდა ქართლში 71 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 617 პროექტი განხორციელდა.

წინა სიახლე

პოლონეთში სასწავლო ვიზიტიდან დაბრუნებულ ფერმერებს შიდა ქართლის რწმუნებული შეხვდა

შემდეგი სიახლე

სურამის ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების შესახებ სურამის №2 საჯარო სკოლაში განხილვა გაიმართა

მსგავსი სიახლეები

ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მწერალთა სახლში წიგნის „გორი ქართულ პოეზიაში” პრეზენტაცია მოეწყო

გორში საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნით ღონისძიება გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს – ოკამს, ლავრისხევსა და ზემო ხანდაკს მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება

შიდა ქართლში მცხოვრებ მაღალი აკადემური მოსწრების მქონე უფროსკლასელებს პლანშეტები გადაეცათ

სიმონ გულედანმა სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია