ქალაქ ხაშურში ქუჩების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი რწმუნებულის პირველ მოადგილესთან მიხეილ ფავლენიშვილთან და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან პაატა ჩადუნელთან ერთად გაეცნო.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყიფიანის, ტაბიძისა და რუსთაველის ქუჩების სრული რეაბილიტაცია. გზის საფარის განახლებასთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს ტროტუარების მოწყობას, გარე განათების სისტემის განახლებასა და სანიაღვრე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე მგზავრთა მოსაცდლების განთავსებას.
საერთო ჯამში, ქალაქ ხაშურში 15 ქუჩის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 19 მილიონი ლარი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასადა მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას. გარდა ამისა, გასულ წელს უკვე განხორციელდა ზემო სერის გზისა და ნიკოლაძის, ჯავახიშვილის, ბარნოვის, მეტრეველისა და ყაზბეგის ქუჩების რეაბილიტაცია.
