No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

შიდა ქართლში საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს

25 თებერვალი, 2020
in სიახლეები
შიდა ქართლში საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს

შიდა ქართლის რეგიონში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი და თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი დავით უჩაძე უძღვებოდნენ. თამარა წულეისკირმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა და მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხზე საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგისა და აღნიშნულ პროცესში მოქალაქეების აქტიური ჩართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრას მერიების, საკრებულოებისა და აიპების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ძირითად თემას სტრატეგიული კომუნიკაცია წარმოადგენდა. შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დინამიკაზე, პროპაგანდის საფრთხეებზე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები იმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

წინა სიახლე

სამხარეო ადმინისტრაციაში ნატოსა და ევროკავშირის ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

შემდეგი სიახლე

სურამში ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

მსგავსი სიახლეები

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა შიდა ქართლის რეგიონში შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი კასპის მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ მაისურაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

შიდა ქართლის რეგიონმა ბათუმში გამართულ რიგით მე-16 ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში ”EBIT 2025” – ში მიიღო მონაწილეობა

ფაშიზმზე გამარჯვებიდან მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია