No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

გამდლისწყაროს მაცხოვრებლებს საირიგაციო სისტემები გადაეცათ

31 მარტი, 2021
in სიახლეები
გამდლისწყაროს მაცხოვრებლებს საირიგაციო სისტემები გადაეცათ
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი USAID საქართველოს მისიის დირექტორთან პიტერ ვიბლერთან და ისრაელის ელჩთან რან გიდორთან ერთად საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელ გამდლისწყაროში იმყოფებოდა. USAID –ისა და ისრაელის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში სოფლის 59 მაცხოვრებელს 500 კვ. მ. წვეთოვანი სარწყავი სისტემა გადასცეს. ,,მორიგი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა USAID Zrda-მ ჩვენს რეგიონში, ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით გამდლისწყაროს 60 -მდე მაცხოვრებელს წვეთოვანი სარწყავი სისტემები გადასცა. სოფელი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და ადგილობრივებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის პროგრამების განხორციელება. სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამები ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობას აძლევთ გააუმჯობესონ მოსავლის ხარისხი და შესაბამისად, გაზარდონ მოგება. ჩვენ მომავალშიც მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და ერთობლივად განვახორციელებთ მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ პროექტებს.“ – აღნიშნა რწმუნებულმა.
ღონისძიება USAID-ის, ისრაელის საელჩოსა და ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (MASHAV) პარტნიორობის ხელშესახებ შედეგს წარმოადგენს, რის საფუძველზეც ფერმერებს შესაძლებლობა მიეცათ გაზარდონ მოგება, გააუმჯობესონ ხარისხი და პროდუქციის რეალიზაციიდან უფრო მეტი შემოსავლები მიიღონ. ადგილობრივ ფერმერთა საჭიროების წინასწარი შესწავლის საფუძველზე, რაც მათი მოსავლის ოპტიმიზაციას გულისხმობდა, USAID/ Zrda-მ მჭიდროდ ითანამშრომლა MASHAV-თან, რათა საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ფერმერები წვეთოვანი სარწყავი სისტემით აღეჭურვა და ბენეფიციარებს მოცემული სისტემა საკუთარ მცირე ზომის ნაკვეთებზე საჭიროებისამებრ გამოეყენებინათ.
წინა სიახლე

ზერტი-კვარხეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მალე დასრულდება

შემდეგი სიახლე

ქვემოჭალის საბავშო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება

მსგავსი სიახლეები

პარლამენტის სპორტის კომიტეტმა შიდა ქართლში გასვლითი სხდომა გამართა

ქარელის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სპორტდარბაზისა და სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს

შიდა ქართლში ტურისტული სეზონი გაიხსნა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

შიდა ქართლი ოჯახის სიწმნიდის დღის ღონისძიებას შეუერთდა

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა შიდა ქართლის რეგიონში შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია