No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

გორის დღე – 2018“ მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა

1 ოქტომბერი, 2018
in სიახლეები
გორის დღე – 2018“ მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა

გორში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა „გორის დღე – 2018“. მთელი დღის განმავლობაში, კულტურულ-საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიებები მიმდინარეობდა როგორც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, ისე გორის ციხესა და კულტურულ დაწესებულებებში.
სტუმრების უპრეცედენტო რაოდენობას უმასპინძლა ა. წერეთლის ქუჩაზე მოწყობილმა აგრო-ფესტივალმა. გორელებს და ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცა ადგილზე წარმოებული პროდუქცია დაეთვალიერებინა, დაეგემოვნებინა და შეეძინა.

გორის სტუმრებს შორის იყვნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი – სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის, გურიისა და იმერეთის გუბერნატორები, ასევე, ელჩები და სხვა ოფიციალური პირები. შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის სტუმრებს მადლობა გადაუხადა დღესასწაულის აღნიშვნისა და ღონისძიებებზე დასწრებისთვის. თავად კი დღევანდელი დღე განსაკუთრებულად გორელებს მიულოცა: „მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე – განსაკუთრებულად, გორელებს! ჩვენს გარშემო ძველი გორია გაცოცხლებული თავისი კულტურითა და ტრადიციებით. გორის დღეს ამ დრომდე თქვენთან ერთად, როგორც რიგითი გორელი, მეც აღვნიშნავდი, თუმცა წელს პირველად მხვდა წილად პატივი პირადად და გულითადად მოგილოცოთ დღევანდელი დღე თითოეულ თქვენგანს. მინდა ხვავი, ბარაქა და მშვიდობა გისურვოთ! მჯერა, რომ ერთობლივი ძალებით, ჩემი და თქვენი ერთობლივი მუშაობით, ჩვენს ქალაქში უკეთეს გარემოს შევქმნით!“ – მიმართა მხარის გუბერნატორმა გორის მოსახლეობას.

დღესვე, რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ გელა რომელაშვილის ოჯახს გორში 3-ოთახიანი ბინა გადასცა.
დღის ბოლოს, ერისთავის თეატრში, ტრადიციულად, საპატიო გორელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
წელს, გორის განვითარებაში შეტანილი წვილისთვის 7 ადამიანი დაჯილდოვდა. გორის საპატიო მოქალაქის წოდება ქეთი მელუას მიენიჭა. გორის დღის აღნიშვნა გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტით დასრულდა.

წინა სიახლე

გუბერნატორმა EUMM-ის მიერ ორგანიზებულ მარათოში მიიღო მონაწილეობა

შემდეგი სიახლე

გიორგი ხოჯევანიშვილი ქვახვრელში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა

მსგავსი სიახლეები

ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მწერალთა სახლში წიგნის „გორი ქართულ პოეზიაში” პრეზენტაცია მოეწყო

გორში საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნით ღონისძიება გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს – ოკამს, ლავრისხევსა და ზემო ხანდაკს მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება

შიდა ქართლში მცხოვრებ მაღალი აკადემური მოსწრების მქონე უფროსკლასელებს პლანშეტები გადაეცათ

სიმონ გულედანმა სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია