No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

ნომინაციაში „სუფთა მუნიციპალიტეტი“ კასპი დაჯილდოვდა

5 დეკემბერი, 2017
in სიახლეები
ნომინაციაში „სუფთა მუნიციპალიტეტი“ კასპი დაჯილდოვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, „მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს” ორგანიზებით და ქ. თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსი საქართველოში მიმდინარე წლის აპრილში გამოცხადდა, რომლის მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილიყო ყველაზე სუფთა რეგიონი, სუფთა მუნიციპალიტეტი, სუფთა ქალაქი/დაბა, სუფთა სოფელი/თემი და ლამაზი ეზო. კონკურსის გამარჯვებული გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ, შვედეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარტინა ქვიქიმ და შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა საქართველოში მოლი ლეინმა შემდეგ ნომინაციებში დააჯილდოვეს:
ნომინაცია „სუფთა რეგიონი“ – გურიის რეგიონი; ნომინაცია „სუფთა მუნიციპალიტეტი“ – კასპის მუნიციპალიტეტი; ნომინაცია „სუფთა ქალაქი“ – ქალაქი ზუგდიდი; ნომინაცია „სუფთა სოფელი“ – სოფელი ორსანტია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი); ნომინაცია „ლამაზი ეზო“ – პაატა გოგელიას ეზო (ქ. ზუგდიდი).
კონკურსში მონაწილე რეგიონების, ქალაქების, მუნიციპალიტეტების, სოფლებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებს, კონკურსის 6 თვიან პერიოდში, საშუალება ჰქონდათ გადმოეგზავნათ ფოტო და ვიდეო მასალა საკუთარი საცხოვრებელი ადგილების შესახებ.
კონკურსი „სუფთა რეგიონი“ საქართველოში პირველად 2014 წელს გამოცხადდა კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში და გამარჯვებულები იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, ახმეტის მუნიციპალიტეტი და სოფელი ჭითაწყარო–ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მიმდინარე წელს, კონკურსი მეორედ ჩატარდა. კონკურსი „სუფთა რეგიონი“ ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო – ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.
წინა სიახლე

გორში იუზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერი გაიხსნება

შემდეგი სიახლე

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში ახალი სკვერი გაიხსნა

მსგავსი სიახლეები

პარლამენტის სპორტის კომიტეტმა შიდა ქართლში გასვლითი სხდომა გამართა

ქარელის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სპორტდარბაზისა და სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს

შიდა ქართლში ტურისტული სეზონი გაიხსნა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

შიდა ქართლი ოჯახის სიწმნიდის დღის ღონისძიებას შეუერთდა

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა შიდა ქართლის რეგიონში შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია