No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

სოზარ სუბარი გორში დევნილებს შეხვდა

30 იანვარი, 2017
in სიახლეები
სოზარ სუბარი გორში დევნილებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ და გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა გორში დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს და დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართეს. 2017 წელს გორში ბინა 509 დევნილ ოჯახს გადაეცემა. დევნილთა და განსახლების მინისტრი ეგრეთ წოდებული „ტურბაზისა“ და სასტუმრო „ქართლის“ ჩასახლებებში მცხოვრებ ოჯახებს სამინისტროში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით მიმდინარე პროექტებისა და დაგეგმილი რეფორმის შესახებ ესაუბრა. სოზარ სუბარმა დევნილებს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში“ შესატანი ცვლილებებიც გააცნო. მინისტრის N320 ბრძანებაში კრიტერიუმების ცვლილების შედეგად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი კიდევ უფრო სამართლიანი და დევნილთა საჭიროებებზე მორგებული გახდება. ცვლილებების თანახმად, დევნილ ოჯახს რომელსაც ორი არასრულწლოვანი წევრი ჰყავს 1ქულა მიენიჭება, სამ არასრულწლოვან წევრზე 2 ქულა, ოთხ არასრულწლოვან წევრზე სამი ქულა, ხოლო ყოველი მომდევნო არასრულწლოვანი წევრის შემთხვევაში დამატებით 0,5 ქულა. ამ დრომდე, დევნილ ოჯახს 1 ქულა ენიჭებოდა იმ შემთხვევაში თუ ოჯახში იყო სამი არასრულწლოვანი წევრი, ხოლო ყოველ მომდევნოზე არასრულწლოვან წევრზე დამატებით მხოლოდ 0,5 ქულა. კრიტერიუმებში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ოჯახი რომლის წევრიც იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ომის ვეტერანი და გარდაეცვალა მიიღებს 1,5 ქულას. ამ დრომდე, ასეთი კრიტერიუმი არ არსებობდა. დევნილი ოჯახი, რომლის წევრიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლაში გარდაიცვალა და მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის ორდენი, 2 ქულის ნაცვლად, მიიღებს 3 ქულას. ასევე ნახევარი ქულით გაიზარდა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, დავით აღმაშენებლის ორდენსა და ვახტანგ გორგასლის ორდენზე მინიჭებული ქულების რაოდენობა. ასევე, ოჯახი, რომლის წევრიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლის ვეტერანი და მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის ორდენი 2 ქულის ნაცვლად მიიღებს 3 ქულას. ასევე ნახევარი ქულით გაიზარდა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, დავით აღმაშენებლის ორდენსა და ვახტანგ გორგასლის ორდენზე მინიჭებული ქულების რაოდენობა. დევნილი ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია თბილისში და „სოფლად სახლის შესყიდვის“ პროექტის ფარგლებში, შეავსებს განაცხადს დამატებით მიენიჭება 2,5 ქულა. დევნილ ოჯახს შესაძლებლობა აქვს საცხოვრებელი სახლი, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიოს. გარდა ამისა, 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახს, 2 ქულის ნაცვლად, მიენიჭება 2,5 ქულა, თუ იგი განაცხადს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შეავსებს.

წინა სიახლე

იოსებ ოქრომელიძე UNHCR-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა

შემდეგი სიახლე

სოზარ სუბარი გორში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

მსგავსი სიახლეები

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი კასპის მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ მაისურაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

შიდა ქართლის რეგიონმა ბათუმში გამართულ რიგით მე-16 ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში ”EBIT 2025” – ში მიიღო მონაწილეობა

ფაშიზმზე გამარჯვებიდან მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია