No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

შიდა ქართლში, სოფელ თორტიზაში ახალი სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა

24 აპრილი, 2021
in სიახლეები
შიდა ქართლში, სოფელ თორტიზაში ახალი სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში, ახალი სამაცივრო მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.
მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მამუკა საღარეიშვილმა და USAID საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა გახსნეს.
„სოფლის მეურნეობის ერთიან ღირებულებათა ჯაჭვში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც ფერმერს საშუალებას აძლევს პროდუქცია შეინახოს ისე, რომ მაღალი ხარისხი შეინაჩუნოს და საჭირო დროს მიაწოდოს ბაზარს“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.
შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, მამუკა საღარეიშვილის განცხადებით, რეგიონში ახალი საწარმოების შექმნა მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის.
ფერმერმა ზურაბ მერებაშვილმა სამაცივრო მეურნეობის მოსაწყობად, ჯამურად, 380,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 300,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. USAID-ის „სოფლის მეურნეობის პროგრამის“ დახმარებით, ფერმერმა 480 კვადრატულ მეტრ ფართობზე ცივი შენახვის საწყობი მოაწყო. სამაცივრო მეურნეობაში 300 ტონას პროდუქციის შენახვაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია გათვალისწინებულია ადგილობრივ ბაზარზე. მეურნეობაში მუდმივად 5, სეზონურად კი, 20-მდე ადგილობრივი დასაქმდება. პროექტით 80 –მდე მცირე ფერმერი ისარგებლებს.
ზურაბ მერებაშვილი სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარიცაა. ფერმერმა, 2016 და 2020 წლებში, 5 ჰექტარზე ვაშლის, ბლისა და მსხლის ბაღების გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 51,000 ლარზე მეტი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათ შორის 45,000 ლარი ნერგების შესაძენად, ხოლო 6,000 ლარზე მეტი, წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის.
ფერმერი „დანერგე მომავალის“ ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის დაბინავებას სამაცივრო მეურნეობაში ახდენს.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შემნახველი და სამაცივრო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამში გაცემულია 165 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 1,645 სესხი, სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 25,700,000 ლარზე მეტია.
წინა სიახლე

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების დაგება მიმდინარეობს

შემდეგი სიახლე

ხაშურში „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანი“ ეწოდა და სპეციალური დაფა განთავსდა

მსგავსი სიახლეები

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა შიდა ქართლის რეგიონში შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი კასპის მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ მაისურაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

შიდა ქართლის რეგიონმა ბათუმში გამართულ რიგით მე-16 ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში ”EBIT 2025” – ში მიიღო მონაწილეობა

ფაშიზმზე გამარჯვებიდან მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია